საქველმოქმედო აქციები

403634725 699797538585355 8834547236255590759 N 1024x768

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

ფონდმა ” იავნანამ” საახალწლოდ ტრადიციულად თბილისში, ქარელში, სიღნაღში, გურჯაანში, ოზურგეთში, მარნეულში, წალენჯიხაში მცხოვრებ 18 ოჯახს დაურიგა საჩუქრები. სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა სახვადასხვა სახის დახმარება მიიღეს, მათ შორის საოჯახო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, სათამაშოები, ტკბილეული და აგრეთვე, ფინანსური გზავნილები.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ! Read More »

356098035 653800173457409 8414168782121040754 N 1024x1024

დიდი მადლობა თბილისის 70-ე სკოლის მოსწავლეებს გაწეული ქველმოქმედებისთვის!

საქველმოქმედო სპექტაკლით „ქეთო და კოტე“ შემოსული თანხა მათ ფონდ „იავნანასთან“ ერთად მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად მიმართეს. ხუთშვილიანი დედის, ქალბატონი დოდო ბექაურის ოჯახისათვის საკვები პროდუქტები, ჰიგიენური ნივთები და ტკბილეული იქნა შეძენილი.

დიდი მადლობა თბილისის 70-ე სკოლის მოსწავლეებს გაწეული ქველმოქმედებისთვის! Read More »

331161968 579029210772132 9199840960037971371 N 1024x768

„იავნანას“ საშობაო აქცია მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად!

დღეს „იავნანაში“  უსაყვარლესი ბავშვები გვეწვიენ, ბედნიერები ვართ, რომ  ფონდის მეგობრებთან ერთად შევძელით მათი საშობაო ოცნებების შესრულება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. დიდი მადლობა – მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ანიტა რაჭველიშვილს, ნატო მეტონიძეს, ნიკოლოზ რაჭველს, ლიზა ბაგრატიონს და იმ ადამიანებს, ვინც პირველივე დღიდან გვერდით უდგანან „იავნანას“ და ამჯერადაც, მიიღეს მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში.

„იავნანას“ საშობაო აქცია მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად! Read More »

329001272 575656611106474 9109974147798413910 N 1 878x1024

2022 წლის 16 დეკემბერს პაატა ბურჭულაძე #162-ე სკოლაში გამართულ ბავშვთა ნახატების გამოფენას დაესწრო.

2022 წლის 16 დეკემბერს პაატა ბურჭულაძე #162-ე სკოლაში გამართულ ბავშვთა ნახატების გამოფენას დაესწრო. Read More »

279288293 776520899920096 6526561677503884289 N 1024x767

ფონდ “იავნანას” და საქართველოში Yamahas წარმომადგენლობის საჩუქარი უკრაინელ ბავშვებს

ვლადი და კატერინა კორენები, ორი უნიჭიერესი ბავშვი ზაპოროჟიედან. ბებია, ბაბუა, უახლოესი ნათესავები და მეგობრების ნაწილი უკრაინაში დარჩათ და მშობლებთან ერთად ყოველ დილით შიშით იღვიძებენ, სანამ მათთვის ძვირფასი ადამიანების ამბავს შეიტყობენ. ფონდ “იავნანასთან” და კონცეპტArt-თან ერთად, გადავწყვიტეთ იმ უკრაინელ ბავშვებზე ვიზრუნოთ, ვისაც მუსიკა, ცეკვა და ზოგადად ხელოვნების რომელიმე მიმართულება აინტერესებთ. ამ დროისთვის 5 ასეთი ბავშვი გვყავს.

ფონდ “იავნანას” და საქართველოში Yamahas წარმომადგენლობის საჩუქარი უკრაინელ ბავშვებს Read More »

270849702 10223161231492655 997425431394378858 N 1 1024x1024

ფონდის ერთგულმა მეგობარმა ნატო მეტონიძემ 8 წლის ირაკლი ნარსიას ოცნება აუხდინა და მას წალენჯიხაში წითელი პულტიანი მანქანა და ტანსაცმელები გაუგზავნა. ირაკლის ოჯახს ასევე გაეწია ფინანსური დახმარებაც.

Read More »

267725760 10223099979761400 7459184393839503294 N 1024x1024

12 წლის მარიამი და 13 წლის ბარბარე ფონდის ოფისში გვესტუმრნენ და საჩუქრად მათი საოცნებო პლანშეტები გადავეცით.

12 წლის მარიამი და 13 წლის ბარბარე ფონდის ოფისში გვესტუმრნენ და საჩუქრად მათი საოცნებო პლანშეტები გადავეცით. Read More »

270380711 10223161231172647 6644659317936287384 N 1024x1024

ხათუნა 4 არასრულწლოვანი შვილის დედაა. ბავშვები სახლის გარემონტებაზე და ორსართულიან საწოლებზე ოცნებობდნენ.  ფონდმა ოჯახს ასევე,  შეუძინა ყველა  საჭირო მასალა, შპალერი და ხელსაბანი. სახლის გარემონტებაში ბავშვებიც დიდი ხალისით ჩაერთვნენ და პავლე ბურჯანაძის, დავით მეცხოვრიშვილის და მარია ვართანიანის  თანამონაწილეობით მათ  საახალწლოდ ლამაზი სახლი, ორსართულიანი საწოლები და უამრავი ტკბილეული მიიღეს.

Read More »

270171955 10223161232252674 1309793821078200722 N 1024x1024

3 წლის მაშოს საახალწლო ოცნებაც ავუსრულეთ და საჩუქრად საბავშვო სკუტერი და ტკბილეული მივუტანეთ. 5 სულიან ოჯახს ასევე  გადაეცა საკვები პროდუქტები და გაზქურა, რაშიც წვლილი შეიტანეს  ნიკოლოზ რაჭველმა, ნათელა გეგეშიძემ, მარინე გეგეშიძემ  და  ლია ბობოხიძემ

Read More »