Screen Shot 2018 05 25 At 7.40.15 PM 1024x600

31 მაისს – “კაცია-ადამიანი?!”

33493036 1931277983573268 8832842398775115776 N 214x300

31 მაისს  ფონდმა „იავნანამ“ და „აზდაკის თეატრმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო სპექტაკლზე უმასპინძლეს მაყურებელს. „თეატრი ათონელზე“ დარბაზში წარმოდგენილი იქნა ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ მიხედვით რეჟისორ ივანე გაბრუაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი.
ინტეგრირებული დასი – „აზდაკის თეატრი“ 2016 წელს დაარსდა და 16 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 8 ტიპური განვითარების მსახიობს აერთიანებს.
10 ივნისს ფონდ „იავნანას“ თანადგომით „აზდაკის თეატრი“ ბორჯომისკენ გაემართა საგასტროლოდ.
პროექტის მხარდამჭერები: კულტურისა და სპორტის სამინისტრო და „თეატრი ათონელზე“

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *