19 Jan

19 იანვარს ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართა

ფონდი „იავნანა“ მადლობას უხდის 19 იანვარს გამართული საქველმოქმედო აქციის ყველა მხარდამჭერს და მნიშვნელოვან წარმატებას ულოცავს ახალი თაობის მუსიკოსებს – სანდრო ნებიერიძეს, გიორგი გიგაშვილსა და სანდრო გეგეჭკორს, რომლებმაც მსმენელის აღფრთოვანება დაიმსახურეს.
აქციის შედეგად, „იავნანამ“ წარჩინებულ სტუდენტებს დაუფინანსა სწავლის საფასური და ასევე, დაეხმარება მათ საერთაშორისო კონკურსებსა და მასტერ კლასებში მონაწილეობის მიღებაში.
რეზო წოწონავას, რომელიც მადრიდის IE UNIVERSITY-ში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს, ფონდმა 877 ევროთი დაუფინანსა სწავლის საფასური.
უნიჭიერეს პიანისტს გიორგი გიგაშვილს, რომელიც 2019 წლის აგვისტოში მიწვეულია ფერუჩო ბუზონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ფონდი სრულად აუნაზღაურებს მგზავრობის ხარჯებს.
„იავნანამ“ 2018/19 სასწავლო წელს 26 სტუდენტს გაუწია თანადგომა.
წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფონდმა საერთო ჯამში 1000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსა ნაწილობრივი სწავლის საფასური საქართველოსა და საზღვარგარეთ.
50402563 2279961178704945 7551861174313156608 N 50703113 2279961462038250 995372612311842816 N 50451960 2279961698704893 8344634518505783296 N

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *