279288293 776520899920096 6526561677503884289 N 1024x767

ფონდ “იავნანას” და საქართველოში Yamahas წარმომადგენლობის საჩუქარი უკრაინელ ბავშვებს

ვლადი და კატერინა კორენები, ორი უნიჭიერესი ბავშვი ზაპოროჟიედან. ბებია, ბაბუა, უახლოესი ნათესავები და მეგობრების ნაწილი უკრაინაში დარჩათ და მშობლებთან ერთად ყოველ დილით შიშით იღვიძებენ, სანამ მათთვის ძვირფასი ადამიანების ამბავს შეიტყობენ.
ფონდ “იავნანასთან” და კონცეპტArt-თან ერთად, გადავწყვიტეთ იმ უკრაინელ ბავშვებზე ვიზრუნოთ, ვისაც მუსიკა, ცეკვა და ზოგადად ხელოვნების რომელიმე მიმართულება აინტერესებთ. ამ დროისთვის 5 ასეთი ბავშვი გვყავს. ვლადი და კატერინა გიტარის სწავლას ქართველ პედაგოგთან, ბატონ ვაჟა კალანდაძესთან განაგრძობენ. ბავშვებს არ ჰქონდათ საკონცერტო გიტარა  და მათ საუკეთესო გიტარა შეუძინა “იავნანამ” საქართველოში Yamaha-ს წარმომადგენლობით თანამონაწილეობით. ხუთივე ბავშვს დაენიშნა სტიპენდია და მათი სწავლების პროცესიც სრულად უზრუნველყოფილი იქნება.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *